"ალიანს ჯგუფი ლიზინგმა" მონაწილეობა მიიღო „საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტში“ (G-PriEd), რომელსაც აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) პარტნიორ ორგანიზაციებთან (Junior Achievement, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო“ და ბიზნესის წარმომადგენლები) ერთად ახორციელებს 39 სკოლაში 4,000 მოსწავლესთან 2015-2016 სასწავლო წლის მანძილზე.
პროექტის მიზანია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის ბიზნესის უნარ-ჩვევების სწავლება. პროექტის ფარგლებში მოსწავლეები აითვისებენ ისეთი მნიშვნელოვან ბიზნეს უნარ-ჩვევებს, როგორებიცაა კრიტიკული აზროვნება, პრობლემების გადაჭრა, კომუნიკაცია, თანამშრომლობა, დასაქმებისთვის მზაობა, ფინანსური წიგნიერება და მეწარმეობა. ამ უნარ–ჩვევების ადრეულ ასაკში განვითარების შედეგად, მოსწავლეები უკეთ იქნებიან მომზადებულნი ზრდასრულ ასაკში სამუშაო საქმიანობის დასაწყებად.
"ალიანს ჯგუფი ლიზინგის" მოხალისეებმა პროექტის ერთ–ერთი პროგრამა – „ფულზე მეტი“ – გააცნეს 45–ე საჯარო სკოლის VI კლასელებს 45-წუთიანი გაკვეთილების სახით.