219 77 77
საერთაშორისო პარტნიორები

საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი კორპი 

 

2012  წლის ივნისში "ალიანს ჯგუფ ლიზინგმა" დაიწყო თანამშრომლობა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია მერსი კორპსთან. მემორანდუმის ფარგლებში, მეცხოველეობის დარგში ჩართულ ფერმერებს, საერთაშორისო ორგანიზაცია გრანტის სახით, სალიზინგო დანადგარის 25-55% უფინანსებს, დარჩენილ თანხას კი „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ გასცემს. „ალიანს ჯგუფი ლიზინგისგან“ ფერმერები იღებენ სწრაფ დაფინანსებას და ტექნიკაში უწევთ საბაზრო ღირებულების მხოლოდ ნაწილის გადახდა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ფერმერებს ეძლევათ საშუალება, მინიმალური პირველადი შენატანით მიიღონ სასურველი დანადგარის ლიზინგით დაფინანსების შესაძლებლობა.

 

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, 2012 წლის ზაფხულიდან, „ალიანს ჯგუფ ლიზინგმა“ სოფლის მეურნეობის ტექნიკის დისტრიბუტორ კომპანია - შპს „ბოლნისი აგროტექნიკასთან“ ურთიერთ–თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ბოლნისი აგროტექნიკის“ სერვის ცენტრებში მისული კლიენტი შეძლებს პროექტში ჩართვას და სალიზინგო მომსახურების მიღებას. შპს „ბოლნისი აგროტექნიკა“ არის ლიტვურ- ქართული კომპანია, რომელიც დაარსდა 2009 წელს. იგი არის სპეციალიზირებული აგრარულ ტექნიკაზე, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა მწარმოებლის თანამედროვე ტექნიკა–დანადგარებსა და სათადარიგო ნაწილებს. 


2013 წლის აპრილის თვიდან, „ალიანს ჯგუფი ლიზინგისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი კორპსის“ თანამშრომლობა წალკის რაიონზეც გავრცელდება. გაიზარდა სოფლის მეურნეობის ტექნიკის მომწოდებელთა არჩევანიც. ამიერიდან, მეცხოველეობაში ჩართულ ფერმერებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროექტის მოთხოვნებს, საშუალება ექნებათ აირჩიონ მათთვის სასურველი დანადგარი, და მიიღონ არა–სამთავრობო ორგანიზაციის თანა–დაფინანსება, სალიზინგო მომსახურებაზე.

 

 

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID

 

2011 წლის 13 ივლისს ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო USAID-სა და შპს ”ალიანს ჯგუფ ლიზინგს” შორის ხელი მოეწერა ოფიციალურ დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც, პირველად საქართველოში, სალიზინგო კომპანიამ მოიპოვა ამერიკის მთავრობის მიერ გაცემული "ვალდებულების შესრულების გარანტია". 

USAID-ის გარანტია უზრუნველყოფს დაახლოებით 2 500 000 დოლარამდე სახსრების ინვესტირებას სალიზინგო პორთფელში მიკრო, მცირე და საშუალო ზომის კომპანიებში.

ხელშეკრულების მიზანია ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნეს მცირე საოჯახო ბიზნესებისა და მიკრო საწარმოების ძირითადი საშუალებების გადაიარაღებაზე. შედეგად, მცირე და საშუალო კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ, ფონდების მოზიდვისას არ იყვნენ დამოკიდებულნი მხოლოდ კომერციული ბანკების მომსახურებაზე, არამედ ისარგებლონ ისეთი კომფორტული მომსახურებით, როგორიც ლიზინგია. ლიზინგი წარმოადგენს ხელმისაწვდომ, დაფინანსების ალტერნატიულ წყაროს, რომელიც აძლევს საშუალებას კომპანიებს მოახდინონ ძირითადი საშუალებების გადაიარაღება მათთვის ხელსაყრელი პირობებით. დაფინასება არ მოითხოვს დამატებით უზრუნველყოფას, მისი ძირითადი უპირატესობებია კლიენტისათვის აქტივის მოძიება, მომხარებლის მხარდაჭერა დოკუმენტირებისა და ლოჯისტიკის პროცესში, მოქნილი დაფარვის გრაფიკი, პერიოდულად აქტივის განახლებისა და გამოცვლის შესაძლებლობა, საგადასახადო კუთხით აღრიცხვის სიმარტივე და საგადასახადო ხარჯის დაზოგვა. 

მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, შპს “ალიანს ჯგუფ ლიზინგი” უფრო აქტიურად შეძლებს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში წვლილის შეტანას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საქართველოში სალიზინგო მომსახურების ზრდას, მის პოპულარიზაციას, სამუშაო ადგილების შექმნასა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას.