„ალიანს ჯგუფ ლიზინგმა“ სოფლის მეურნეობის ტექნიკის დისტრიბუტორ კომპანია - შპს „ბოლნისი აგროტექნიკასთან“ ურთიერთ–თანამშრომლობის ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. ხელშეკრულების თანახმად, შპს „ბოლნისი აგროტექნიკის“ სერვის ცენტრებში მისული კლიენტი შეძლებს სალიზინგო მომსახურების მიღებას. შპს „ბოლნისი აგროტექნიკა“ არის ლიტვურ- ქართული კომპანია, რომელიც დაარსდა 2009 წელს. იგი არის სპეციალიზირებული აგრარულ ტექნიკაზე, რომელიც თავის მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა მწარმოებლის თანამედროვე ტექნიკა–დანადგარებსა და სათადარიგო ნაწილებს.
აღნიშნული ხელშეკრულებით, „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ კომპანიის ექსკლუზიური ფინანსური პარტნიორი გახდა. ბოლნისი–აგროში მისულ ნებისმიერ მსურველს, საშუალება ექნება მიიღოს უნიკალური და მათ მოთხოვნაზე მორგებული სალიზინგო მომსახურება. უახლოეს მომავალში დაგეგმილია სალიზინგო ექპსერტის განთავსება ბოლნისი–აგროს სერვის ცენტრებშიც.
07/03/2012 -
„ალიანს ჯგუფ ლიზინგი“ ბოლნისი–აგროს კლიენტებს სალიზინგო მომსახურებას სთავაზობს