ალიანს ჯგუფი ლიზინგი აქტიურად არის ჩართული მზისა და ქარის ენერგიის ტურბინების დაფინანსების პროექტში. აღნიშნულ პროექტში ჩართულობა მიზნად ისახავს საქართველოში მწვანე ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას.
ეს არის უკვე მეორე მწვანე ბიზნესის მხარდაჭერა ალიანს ჯგუფი ლიზინგის მხრიდან. მზისა და ქარის ენერგიის დანადგარების დაფინანსების პროექტში ჩართვამდე, კომპანიამ დააფინანსა ქალაქისა და სატვირთო ელექტრო ველოსიპედების პროექტი.