სალიზინგო კომპანია ალიანს ჯგუფ ლიზინგმა მონაწილეობა მიიღო 11 მაისს გამართულ კონფერენციაში რომელიც დაეთმო მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების ბარიერების მოხსნის საკითხების განხილვას. "ალიანს ჯგუფი ლიზინგის" აღმასრულებელმა დირექტორმა აიეტ კუკავამ მონაწილეობა მიიღო მცირე და საშუალო ბიზნესის კონფერენციაზე. იგი სიტყვით წარსდგა თემით "მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება საქართველოში". ,,ფინანსური პროდუქტები და მცირე და საშუალო ბიზნესის აქტივების მაქსიმალურად გაზრდა ".
კონფერენცია საქართველოს საჯარო და კერძო სექტორის მხარდაჭერისა და აქტიური მონაწილეობით ჩატარდა. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდის ბარიერების მოხსნას; ფინანსების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, ახალი ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურების განვითარებას, ფინანსური ინფრასტრუქტურისა და საკონტრაქტო აღსრულების ჩარჩოების გამარტივებას და კრედიტორთა რისკების შესამცირებლად - მცირე და საშუალო ბიზნესის და კრედიტების უფრო მიმზიდველი, ხელმისაწვდომი პლატფორმის შექმნას.
ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (WBG) რეგიონალური მენეჯერმა, ვაშინგტონის საერთაშორისო სავაჭრო კორპორაციამ (WBG), და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისასალმებელი სიტყვით გახსნეს.
აიეტ კუკავამ საქართველოს სალიზინგო ბაზარი მიმოიხილა, ასევე აღწერა გამოწვევები და შესაძლო გადაწყვეტილების გზები. ხაზი გაუსვა მცირე და საშუალო საწარმოებისათვის ლიზინგისა და ფაქტორინგის მნიშვნელობას განვითარებას.