219 77 77
17/10/2017 -
ალიანს ჯგუფი ლიზინგი ფორუმზე "Lease Finance Forum 2017"

2017 წლის 17 ოქტომბერს ალიანს ჯგუფი ლიზინგი მონაწილეობდა BIA-ს მიერ ორგანიზებულ ფორუმში Lease Finance Forum 2017. “ტექნიკის მომწოდებელთა გამოფენა და ლიზინგის ფინანსური ფორუმი“ განკუთვნილია ყველა ტიპის ბიზნესისთვის, რომელთა წარმატებაც ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და თანამედროვე ინდუსტრიულ მოწყობილობებზეა დამოკიდებული. 

 

ფორუმი მიზნად ისახავდა ერთის მხრივ, რეგიონით დაინტერესებული ლიდერი ტექნიკის მომწოდებლების, ხოლო მეორეს მხრივ, ყველა იმ ბიზნესის შეკრებას, რომლებიც დაინტერესებულები არიან თანამედროვე ტექნიკის განახლებით ან შეძენით. ფორუმმა ხელი შეუწყო კავშირის განვითარებას რეგიონის 16 ქვეყნიდან წარმოდგენილ ბიზნესებს, ასევე მომწოდებლებს შორის მსოფლიოს მასშტაბით.

 

ერთდღიანმა გამოფენა-ფორუმმა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვის ხელშესაწყობად, მსოფლიოს წამყვანი მწარმოებელი ბრენდების 350-ზე მეტი აღმასრულებელი დირექტორი, თანამდროვე ტექნიკის შეძენით დაინტერესებულმი ბიზნესი,  სავაჭრო პალატა, საერთაშორისო ორგანიზაცია და კორპორაცია გააერთიანა.

 

ტექნიკის მომწოდებელთა გამოფენა ფორუმის პარალელურად გაიმართა და შესანიძნავი შესაძლებლობა მისცა კომპანიებს მათი პროდუქტები და/ან მომსახურება დამსწრეებისთვის წარედგინათ.

 

Airbus-ის წარმომედგენელმა ლანა რომეინმა ლიზინგის ფორუმზე სპეციალური პრეზენტაცია გამართა და ფორუმში მონაწილეებს ვერტმფრენი H125 წარუდგინა.