აპრილის თვიდან, „ალიანს ჯგუფი ლიზინგისა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი კორპსის“ თანამშრომლობა წალკის რაიონზეც გავრცელდება. მერსი კორპთან დადებული მემორანდუმის ფარგლებში, მეცხოველეობის დარგში დაკავებულ ფერმერებს, საერთაშორისო ორგანიზაცია გრანტის სახით, სალიზინგო დანადგარის 25-55% უფინანსებს, დარჩენილ თანხას კი „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ გასცემს. „ალიანს ჯგუფი ლიზინგისგან“ ფერმერები იღებენ სწრაფ დაფინანსებას და ტექნიკაში უწევთ საბაზრო ღირებულების მხოლოდ ნაწილის გადახდა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ფერმერებს ეძლევათ საშუალება, მინიმალური პირველადი შენატანით მიიღონ სასურველი დანადგარის ლიზინგით დაფინანსების შესაძლებლობა.
2013 წლის 19 აპრილს, აგრო–ტექნიკით უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, წალკას სტუმრობდა შვეიცარიის ელჩი და შვეიცარიის მთავრობის წარმომადგენლობა. მათ მიიღეს ინფორმაცია „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ მომსახურებისა და პრიორიტეტული აგრო მიმართულებების შესახებ. კერძოდ, თუ რა შეღავათები ექნებათ „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“საშუალებით შეძენილ სოფლის მეურნეობის ტექნიკაზე წალკაში მცხოვრებ ფერმერებს და რა პროცედურების გავლა მოუწევთ მათ აღნიშნული ტექნიკის მისაღებად.
14/05/2013 -
სწრაფი დაფინანსება და შეღავათები სასურველი დანადგარის შეძენაზე ფერმერებისათვის "ალიანს ჯგუფი ლიზინგისაგან"