219 77 77
16/02/2015 -
ელექტრო ველისიპედები „ალიანს ჯგუფი ლიზინგისგან“

პირველად საქართველოში, „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ გთავაზობთ გადაადგილების უნიკალურ, თანამედროვე და მარტივ საშუალებას – ელექტრო ველოსიპედებს. გაყიდვაშია სამი ტიპის მრავალ-ფუნქციური ელექტრო ველოსიპედი: ტურისტული იგივე მთის ველოსიპედი, ქალაქის და სატვირთო.

ელექტრო ველოსიპედის მართვა და მოვლა საკმაოდ მარტივია. მისი დამუხტვა საყოფაცხოვრებო დენის წყაროდანაა შესაძლებელი. ელექტრო ველოსიპედით გადაადგილება შესაძლებელია როგორც მაღალმთიან რეგიონებში, ასევე დაბლობზე და ქალაქში.

 

ელექტრო ველოსიპედი იდეალურია მათთვის, ვინც მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, დამსვენებლებისთვის, რომლებსაც სურთ ქალაქში ან მთაში გასეირნება და რეგიონებში არსებული მცირე და საშუალო ბიზნესების და სასტუმროების თანამშრომლებისთვის, რომლებსაც უწევთ სოფლიდან ქალაქში (ან პირიქით) გადაადგილება და მცირე ტვირთის გადატანა.

 

დაინტერესებული პირებისთვის შესაძლებელია ველოსიპედების შეღავათიანი, სალიზინიგო მომსახურებით შეძენა.