219 77 77
01/12/2014 -
“ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ პროექტი "აწარმოე საქართველოს" სალიზინგო მიმართულებაში ჩაერთო

2014 წლის 1 დეკემბრიდან  სამთავრობო პროექტს "აწარმოე საქარველოში" ახალი მიმართულება – ლიზინგი დაემატა. აღნიშნულ პროექტის ფარგლებში, თანადაფინანსების მიღების საშუალება უკვე „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ მეშვეობითაც გახდა შესაძლებელი.

 

საქართველოში საწარმოო დანადაგარი ტექნოლოგიები საკმაოდ მოძველებულია. არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, სახელმწიფო გაუწევს სუბსიდირებას და სალიზინგო კომპანიების მეშვეობით, მიაწვდის გაცილებით გაიაფებულ სერვისებს პროგრამაში ჩართულ კომპანიებს.

 

ლიზინგის კომპონენტი ითვალისწინებს სხვადასხვა ტიპის საწარმოო მანქანა-დანადგარების დაფინანსებას. ერთ ბენეფიციარზე ლიზინგის გამცემის ინვესტიციის მოცულობა განისაზღვრება არანაკლებ 50 000 აშშ დოლარითა და არაუმეტეს 2 000 000 აშშ დოლარით, ხოლო ლიზინგის მაქსიმალური ვადა - 24 თვით. საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება 15%-ს, საიდანაც სამთვრობო სუბსიდია  დაფარავს 12%-ს.