219 77 77
19/11/2014 -
“ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ აგრო გამოფენაზე

19-21 ნოემბერს, საგამოფენო ცენტრის ,,ექსპო ჯორჯიას“ ორგანიზებითა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოში ყველაზე მასშტაბური სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის გამოფენა იმართება. სოფლის  მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შესაფუთი ტექნოლოგიების  მე-14 საერთაშორისო გამოფენაზე, „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ და კომპანია „მსოფლიო ტექნიკა“ დაინტერესებულ პირებს სთავაზობენ ისარგებლონ აგრო ლიზინგის მომსახურებით და შეიძინონ სასურველი ტექნიკა ეტაპობრივი გადახდის პირობებით.

 

კომპანია „მსოფლიო ტექნიკა“ საქართველოში წარმოადგენს სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორების, კომბაინების და მისაბმელი ტექნიკის მწარმოებელ ტრანსნაციონალურ უმსხვილეს კორპორაცია „აგკო“-ს (AGCO) და მასში  შემავალ ბრენდებს: „მასეი ფერგიუსონი" (MASSEY FERGUSON), „ვალტრა" (VALTRA), „ჩელენჯერი" (CHALLENGER) და „ფენდტი" (FENDT). გარდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა, კორპორაცია „აგკო“-ს (AGCO) სპეციალიზირებული ტექნიკა წარმატებით გამოიყენება სატყეო, კომუნალური და მუნიციპალური მეურნეობების მიზნებისათვის.

 

ამიერიდან, „მსოფლიო ტექნიკის“ პროდუქციის შეძენა უკვე „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ ფინანსური მომსახურებით არის შესაძლებელი. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ სალიზინგო ექსპერტს გაესაუბრონ გამოფენის მსვლელობისას ან პირდაპირ დაუკავშირდნენ კომპანიის წარმომადგენელს ნებისმიერ სერვის–ცენტრში.