219 77 77
06/04/2012 -
"ალიანს ჯგუფი ლიზინგი" პირველი სალიზინგო კომპანიაა რეგიონებში

"ალიანს ჯგუფი ლიზინგის" მიზანია მცირე და საშუალო ბიზნესებს გაუწიოს მათ მოთხოვნებზე მორგებული, მაღალი ხარისხის ფინანსური მომსახურება და ხელი შეუწყოს ამ სეგმენტის ბიზნეს საქმიანობის განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, ”ალიანს ჯგუფ ლიზინგი” თავისი მომსახურების არეალს აფართოებს და იწყებს ლიზინგის განვითარებას რეგიონებში. ”ალიანს ჯგუფი მიკროფინანსების” ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის და წალკის ფილიალებში, განთავსდებიან ლიზინგის ექსპერტები, რომლებიც მოემსახურებიან ლიზინგის მომხმარებლებს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ AGL პირველი სალიზინგო კომპანიაა, რომელმაც დაიწყო ლიზინგით მომსახურების დანერგვა საქართველოს რეგიონებში. ”ალიანს ჯგუფი ლიზინგის” რეგიონალური ფილიალები თავიანთ მომხმარებლებს შესთავაზებენ შემდეგ პროდუქტებს: აგრო ლიზინგი, ავტო ლიზინგი, ავტო უკუ-ლიზინგი და მიკრო ექსპრეს ლიზინგი.