219 77 77
30/04/2014 -
რუსთავში „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ ფილიალი გაიხსნა

„ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ რეგიონალურ ქსელს აფართოვებს. რიგით მეექვსე ფილიალი 26 აპრილს, რუსთავის ავტო ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა და ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ექსპრეს ავტო და უკუ ლიზინგის მომსახურებას გაუწევს.

 

„ფილიალი სრული დატვირთვით მუშაობს და მომხმარებელს სთავაზობს ახალი ან მეორადი ავტო მანქანების ლიზინგით მიღებას, განაცხადის გაკეთებიდან ერთ სამუშაო დღეში, როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთ არსებული მომწოდებლებისგან. ასევე, მოვემსახურებით ფიზიკურ  და იურიდიულ პირებს, რომელთაც გააჩნიათ ახალი ან მეორადი მსუბუქი ავტომანქანა და სურთ სწრაფად მიიღონ დაფინანსება, ფინანსური უწყისების წარდგენის გარეშე,“ – განაცხადა „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ დირექტორმა, ბატონ აიეტ კუკავამ.  

 

„ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ პირველი დამოუკიდებელი, არასაბანკო სალიზინგო კომპანიაა საქართველოში, რომელიც  მომხმარებლებს ფინანსურ, საოპერაციო და უკუ–ლიზინგის მომსახურებას სთავაზობს. ავტო–ლიზინგის გარდა, კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა დანიშნულების აღჭურვილობის ლიზინგს, მათ შორის სამედიცინო, სასოფლო–სამეურნეო, სამშენებლო ტექნიკის შეძენის დაფინანსებას.

 

სალიზინგო მომსახურება თბილისის გარდა, შემდეგი რეგიონებისთვისაცაა ხელმისაწვდომი –ქუთაისიბათუმიზუგდიდი და წალკა. რუსთავის სერვის ცენტრი მომხმარებლებს ყოველ დღე მოემსახურება, ორშაბათიდან კვირის ჩათვლით, 09:00–დან 17:00 საათამდე.