20-22 ნოემბერს, სტამბულში საოპერაციო ლიზინგის რიგით მეორე კონფერენცია გაიმართა, რომელსაც დაესწრო „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ სამსახურის უფროსი, გვანცა გვიჩია. კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და მას ესწრებიან ლიზინგის ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან. ღონისძიების მიზანია ევროპული და ამერიკული გამოცდილების გაზიარება და მიმდინარე ტენდენციების გაცნობა დამსწერებისათვის.
„კონფერენციის ძირითადი საკითხები მოიცავდა საოპერაციო ლიზინგის განვითარებასა და ფლიტ მენეჯმენტს. საშუალება მქონდა პირადად გავსაუბრებოდი ლიზინგის წამყვან ექსპერტებს და მიმეღო რეკომენდაციები ჩვენი ბაზრის სპეციფიკიდან გამომდინარე. კონფერენციის მიმდინარეობისას, ნათლად დავინახე, თუ რა უპირატესობა შეიძლება ჰქონდეს „ალიანს ჯგუფ ლიზინგს“ ბაზარზე და რით შეიძლება კონკურენტებთან შედარებით დაწინაურდეს. ჩვენ დამოუკიდებელი კომპანია ვართ და ინოვაციები და მომსახურების მოქნილობა ჩვენი ძლიერი მხარეებია.– განაცხადა “ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ სამსახურის უფროსმა, გვანცა გვიჩიამ.