219 77 77
04/11/2013 -
„ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ 2013 წლის ევროპული ლიზინგის საერთაშორისო კონფერენციაზე

10-11 ოქტომბერს, რომში 2013 წლის ევროპული ლიზინგისა და სამომხმარებლო დაფინანსების დარგის ყოველწლიური კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციაში 30–მდე ევროპის ქვეყნის 500–ზე მეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, მათ შორის „ალიანს ჯგუფი ლიზინგის“ გენერალურმა დირექტორმა, ბატონ აიეტ კუკავამ.

 

ორ–დღიანი ღონისძიების ფარგლებში, მონაწილეებმა განიხილეს სალიზინგო კომპანიების წინაშე მდგარი სტრატეგიული საკითხები, დარგში მიმდინარე ცვლილებები და გამოწვევები. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ლიზინგის  კანონმდებლობის დახვეწაზე სხვადასხვა ქვეყნებში, რათა გაუმჯობესდეს საერთაშორისო სალიზინგო ტრანზაქციები და გლობალური კავშირების დამყარება.

 

„ჩვენი კომპანია ყოველწლიურად მონაწილეობს აღნიშნულ კონფერენციაში. ღონისძიების ფარგლებში, ბევრი საინტერესო კავშირი დავამყარეთ დარგში მოღვაწე სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებთან და  მომწოდებლებთან. ასევე, გავეცანით მნიშვნელოვან ინფორმაციას სალიზინგო დარგში არსებულ სიახლეებსა და ტენდენციების შესახებ. შედეგად, „ალიანს ჯგუფ ლიზინგში“ უკვე დაწყებულია ახალ მიმართულებებზე მუშაობა, რასაც ჩვენი მომხმარებელი უახლოეს მომავალში შეიტყობს“. – განაცხადა აიეტ კუკავამ.