219 77 77
12/08/2013 -
„ალიანს ჯგუფ ლიზინგს“ საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001 კიდევ ერთი წლით შეუნარჩუნდა

2013 წლის აგვისტოში, „ალიანს ჯგუფი ლიზინგმა“ ხარისხის მართვის სისტემის სტანდარტის, ISO 9001–ის მეორე საკონტროლო აუდიტი წარმატებით გაიარა. საკონტროლო აუდიტი გერმანული აუდიტორული კომპანიის, „TUV SUD“- ის აუდიტორმა, ულრიხ კრაუზემ ჩაატარა, რომელმაც დეტალურად შეისწავლა სალიზინგო საქმიანობის ძირითადი პროცესები, ასევე მომსახურების ხარისხი და კლიენტების შესახებ ინფორმაციის დაცულობა. აუდიტორის მიერ მომზადებულ საკონტროლო აუდიტის დასკვნაში, კომპანიაში არსებული მენეჯმენტის პროცესები დადებითად შეფასდა. დასკვნით დადგინდა, რომ ხარისხის მენეჯმენტის სისტემა კომპანიაში ეფექტურად მუშაობს.

 

აუდიტის შედეგად, „ალიანს ჯგუფ ლიზინგს“ საერთაშორისო სერთიფიკატი ISO 9001 კიდევ ერთი წლით შეუნარჩუნდა.

 

შეგახსენებთ, რომ ISO 9001 არის ხარისხის მენეჯმენტის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც ეხმარება კომპანიას აამუშავოს საერთაშორისო სტანდარტის მქონე მენეჯმენტის სისტემა, შეამციროს ბიზნეს  რისკები და თავისი რესურსები უფრო სწორად და ეფექტურად მართოს.