„ალიანს ჯგუფ ლიზინგისა“ და საერთაშორისო არა–სამთავარობო ორგანიზაცია „მერსი კორპსის” მემორანდუმის ფარგლებში, აგრო მიმართულებით დაკავებულ ფერმერებს, კერძოდ მეცხოველეობაში ჩართულ ფერმერებს, შეუძლიათ საერთაშორისო ორგანიზაციისგან გრანტის სახით, სალიზინგო დანადგარის 25-55% დაფინანსება მიიღონ, დარჩენილ თანხას კი „ალიანს ჯგუფი ლიზინგი“ გასცემს. პროექტი 2012 წლის ოქტომბერში დაიწყო და თავდაპირველად, მხოლოდ ქვემო–ქართლის რეგიონს მოიცავდა. 2013 წლის ზაფხულიდან კი, აღნიშნული ინიციატივა უკვე სამცხე–ჯავახეთის რეგიონის ფერმერებისთვის იქნება ხელმისაწვდომი.
„ალიანს ჯგუფი ლიზინგისგან“ ფერმერები იღებენ სწრაფ დაფინანსებას და ტექნიკაში უწევთ საბაზრო ღირებულების მხოლოდ ნაწილის გადახდა. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, ფერმერებს ეძლევათ საშუალება, მინიმალური პირველადი შენატანით მიიღონ სასურველი დანადგარის ლიზინგით დაფინანსების შესაძლებლობა.
2012 წელს, საშემოდგომო სამუშაობისათვის ბოლნისის რაიონში, დაფინანსება მიიღო სამმა ფერმერმა ჯამში 17,000 ლარის ღირებულების სასოფლო–სამეურნეო დანადგარების შესაძენად. 2013 წელს კი, დაფინანსდა ორი პროექტი თეთრიწყაროს რაიონში, ჯამში 30,000 ლარის ღირებულების სასოფლო–სამეურნეო ტექნიკის შესაძენად.