"ალიანს ჯგუფი ლიზინგი" ნერგავს ინოვაციურ მომსახურებას, რომელიც ითვალისწინებს ღვინის წარმოების და ჩამოსხმის დანადგარების რეალიზაციას ლიზინგის მეშვეობით. ეს პროდუქტი შეიქმნა "ალიანს ჯგუფი ლიზინგისა" და "ალიანს ჯგუფი ფუდ ტრეიდინგის" ერთობლივი პროექტის ფარგლებში. AGL-ი აქტიურად თანამშრომლობს მეღვინეობის დანადგარების ევროპულ მწარმოებელ კომპანიებთან. პროდუქტი განკუთვნილია მცირე მეწარმეების დასაფინანსებლად, რომლებიც მეღვინეობას მისდევენ, ასევე საოჯახო ტიპის ღვინის მეურნეობებისთვის.
სამომავლოდ, კომპანია გეგმავს აღნიშნული სალიზინგო პროდუქტის მასშტაბების გაფართოებას, რაც მცირე ქარხნების დაფინანსებასაც გულისხმობს. პროექტის პირველი ეტაპი მოიცავს "ღვინის სახლში" შოუ რუმების მოწყობასა და საცდელი დანადგარების ჩამოტანას. "ალიანს ჯგუფი ლიზინგის" ეს ინიციატივა წაახალისებს კერძო მეწარმეებს და გაამარტივებს ღვინის წარმოების პროცესს, რაც თავისთავად ღვინის წარმოების ტექნოლოგიების განვითარებაზე აისახება, ამასთანავე მისცემს საშუალებას საქართველოში მყოფ მრავალ ღვინის დაწურვის მოყვარულს სახლის პირობებში იქონიოს მინი მარანი.
07/03/2012 -
მეღვინეობის ახალი პროდუქტი "ალიანს ჯგუფ ლიზინგში"