„ალიანს ჯგუფი ლიზინგმა“ მოაწყო ღვინის წარმოებისათვის საჭირო დანადგარებისა და დამხმარე მასალების გამოფენა, გაგარინის მოედანზე მდებარე „ღვინის სახლში“. მომხმარებლებისთვის უკვე ხელმისაწვდომია სხვადასხვა დანადგარები, მაგ: ღვინის საწური, წნეხი, ვაკუუმური ჩამოსასხმელი, ასევე გასაფილტრი საშუალებები და სხვა აღჭურვილობა. აღნიშნული აღჭურვილობა მცირე მარანის ტიპის მოსაწყობად საუკეთესო საშუალებაა. დანადგარების ფასი 250 – 1,600 ლარამდე მერყეობს, ხოლო დამხმარე მასალების ფასი 5 ლარიდან იწყება. აღნიშნული დანადგარები იტალიური წარმოებისაა და გამოირჩევა უმაღლესი ხარისხით.
„ღვინის სახლის“ ფოიეში, ღვინის დანადგარები დაახლოებით 2 თვის მანძილზე გამოიფინება, სადაც დაინტერესებული პირები შეძლებენ სასურველი დანადგარის შეძენას. აღნიშნულ ინვენტარზე, პოტენციური მომხარებლების დაინტერესება საკმაოდ დიდია, რაც პროექტის წარმატებულად განხორციელების საწინდარია.
07/05/2012 -
„ალიანს ჯგუფი ლიზინგის” დანადგარები „ღვინის სახლში“